თბილისში, საბურთალოს რაიონში “გლოვოს” კურიერს მცირე ზომის სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
სამინისტროს ცნობით, კურიერი კლინიკაშია გადაყვანილი.
მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში ამ დროისთვის არ აქვთ.
მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.