LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭიროა, მივიღოთ ბევრად მკაცრი კანონმდებლობა – პრეზიდენტი ფემიციდზე

59
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ფემიციდი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემაა.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა.

„ჩვენი სოციალური პრობლემებიდან ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძაფრია, რომელიც არსებობს დღეს და ამას უნდა მივხედოთ, არა მხოლოდ განცხადებებით და სიტყვიერად, არამედ კანონმდებლობით.

საჭიროა, მიღებულ იქნას ახალი, ბევრად მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც ისე დაადგენს ამის კრიმინალიზაციას, რომ ამ კუთხით უკვე ნამდვილად პრევენციული ზომები იქნება მიღებული“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

თერჯოლაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა: ქალი გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g