LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩუქარი მათთვის, ვისაც თეატრი უყვარს: საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების ნახვას ონლაინ სრულიად უფასოდ შეძლებთ

179
ფესტტტტტ

დედაქალაქის მერია და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საჩუქარს უკეთებს ყველას, ვისაც თეატრი უყვარს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პანდემიიდან გამომდინარე, ფესტივალმა ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა, სადაც საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების ნახვას ნებისმიერი მსურველი სრულებით უფასოდ  შეძლებს. ჩვენება 15-22 დეკემბერს გაიმართება.

15 დეკემბრიდან – 18 დეკემბრის  ჩათვლით წარმოდგენილი იქნება 11 უცხოური სპექტაკლი, რომელიც ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა წლებში იყო წარმოდგენილი თბილისში. საერთაშორისო პროგრამის ბმული ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში.

ქართული სპექტაკლების პროგრამა წარმოდგენილი იქნება 18 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით და მასში მონაწილეობას, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების თეატრები და დამოუკიდებელი კომპანიები მიიღებენ. ქართული სპექტაკლების პროგრამის ბმული ხელმისაწვდომი იქნება 48 საათის განმავლობაში.

პროგრამისა და სპექტაკლების ნახვა შესაძლებელია:

ვებ გვერდზე –  https://tbilisiinternational.com  

FACEBOOK გვერდზე – https://www.facebook.com/TbilisiInternational

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g