ახალი კერძები, უამრავი საჩუქარი და აქცია – რესტორანი ”ვეფხი და მოყმე” ზაფხულის სეზონს სიახლეებით ხვდება. როგორც ”ფორტუნას” რესტორნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიგა ბატკუაშვილმა განუცხადა, 16 მაისიდან ”ვეფხი და მოყმე” ქეიფის მოყვარულ საზოგადოებას, საბახუსე კერძებს და მათზე სპეციალურ აქციას შესთავაზებს.
”აქცია გავრცელდება ჩვენი რესტორნის მეორე სართულზე, სადაც ე.წ სახინკლე სივრცეა მოწყობილი. მომხმარებელს შევთავაზებთ სპეციფიკურ კერძებს, რომლებიც განსაკუთრებით უხდება ბახუსს. ამასთან, ხვალიდან ვიწყებთ აქციას ლუდზეც 3+1”, – აღნიშნა ბატკუაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ”ვეფხი და მოყმე” სიახლეებს იმ ადამიანებსაც სთავაზობთ, რომლებიც დღესასწაულისთვის ემზადებიან. ”მოახლოვდა ზაფხულის სეზონი, როცა განსაკუთრებით აქტიურდება ბანკეტებისა და ქორწილების თემა. ყველა, ვინც ჩვენს რესტორანში, მესამე სართულზე – ე.წ ევროპულ ნაწილში, გადაწყვეტს მისთვის მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნას, დაჯილდოვდება. გარდა იმისა, რომ დააგემოვნებს უგემრიელებს კერძებს, მოისმენს არაჩვეულებრივ მუსიკალურ და გასართობ პროგრამას, მიიღებს სპეციალურ საჩუქარსაც. სრულიად უფასოდ მოვუწყობთ მათ ლაზერ-შოუსა და ფოიერვერკს”, – განმარტა რესტორნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.
როგორც გიგა ბატკუაშვილმა განაცხადა, 1 ივნისიდან განახლებული პროგრამით დაიწყებს მუშაობას ”ვეფხი და მოყმეს” მე-4 სართულზე განთავსებული ე.წ ლაუნჯიც, სადაც გარკვეულ დღეებში ”კარაოკე ფართი” გაიმართება. სიმღერის მოყვარული კლიენტები, გართობის გარდა, რესტორნის მიერ დაწესებულ სპეციალურ პრიზებსაც მიიღებენ.
რაც შეეხება რესტორნის პირველ სართულს, ის ძველ ქართულ სტილშია მოწყობილი და განსაკუთრებით ტურისტების დაინტერესებას იწვევს. აქ მოსულ სტუმარს აქვს შესაძლებლობა, ქვევრიდან საკუთარი ხელით ამოიღოს ღვინო და დააგემოვნოს.
ცნობისთვის, რესტორანი ”ვეფხი და მოყმე” მდებარეობს მარშალ გელოვანის 3/3- ში (გაგარინის აღმართი). რესტორანი მოიცავს ოთხ, განსხვავებული ინტერიერის მქონე დარბაზს. აქ სტუმრობისას, აღმოჩნდებით ერთდროულად ევროპულ და აზიურ გარემოში. რესტორანს გააჩნია თონე, მარანი, იზოლირებული კუპეები და ვერანდა, თბილისის ულამაზესი ხედით.