საცურაო კოსტიუმების მოდა შორეულ 1960 წელს შეჩერდა: წამყვანი მარკები ჯერ კიდევ აკოპირებენ რივიერაზე დამსვენებელი ჰოლივუდის ვარსკვლავების სტილს, მთავარ ორიენტირად კი „მალიბუს მაშველების“ საცურაო კოსტიუმი რჩება.
ქალის საცურაო კოსტიუმი 20-იანი წლებიდან ითვლის სათავეს. 1907 წელს მასში ავსტრალიელი მოცურავე ანეტ კელერმა გამოჩნდა:
ანეტის სითამამეს სამდღიანი პატიმრობა მოჰყვა. საუკუნის მეოთხედის შემდეგ კოსტიუმი კიდევ უფრო დაპატარავდა. 1930 წლის შემდეგ კი ქალებმა პირველად შეძლეს მუცლის მოშიშვლება, როდესაც მოდის სამყაროს კოკო შანელის ხელი შეეტყო და რუჯიც აქტუალური გახდა.
კინოში საცურაო კოსტიუმი 1950-იანი წლების ბოლოს შეიჭრა. ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“ ბრიჯიტ ბარდოს კოსტიუმი საოცრად მოთხოვნადი გახდა და ამ მოთხოვნამ ამერიკამდეც მიაღწია.
კინოდებიუტიდან 10 წლის შემდეგ, გამოჩნდა ჯეიმს ბონდის გოგონა – ურსულა ანდერსი, პატარა თეთრ ბიკინზე დატანილი ქამრით, რომელზეც იარაღი ჰქონდა დამაგრებული. წლების შემდეგ ის აუქციონზე 60 000 დოლარად გაიყიდა.
სექს-სიმბოლო მერლინ მონრო მკაცრად მისდევდა პრინციპს: „ნაკლები – არ ნიშნავს უარესს“.
ათასწლეულის მთავარი მოვლენა კი მალიბუს ყველაზე ცნობილ მაშველს ეკუთვნის, წითელ საცურაო კოსტიუმში, რომელიც ყველამ იცოდა, განურჩევლად იმისა, იცოდა თუ არა სერიალი. 5 წლის განმავლობაში პამელა ანდერსონი აუდიტორიას ზღვის სანაპიროზე ეფექტური გარბენის საშუალებით ინარჩუნებდა. მისი კოსტიუმი, თეძოებზე ღრმა ჭრილით 90-იანი წლების პოპ-კულტურის სიმბოლო გახდა.




