LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად გაივლიან 14-დღიან კარანტინს საქართველოში ჩამოსული მოქალაქეები

553
karantini

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გამო მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა.

წესი ვრცელდება, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, თუ მათ არ აქვთ შემოწმების სპეციალური ცნობა.

როგორც „ფორტუნას“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ოთხი საკარანტინო ზონაა მოწყობილი. ორი თბილისში, ერთი საჩხერეში და ერთი აბასთუმანში. თუ საჭირო გახდება, მოგვიანებით ჩამოთვლილ ოთხ ზონას კიდევ დაემატება სხვა სივრცეებიც.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, რა სანქციები დაემუქრებათ ადამიანებს, ვინც ამ წესს დაარღვევენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ქვეყნებად ამ დროისათვის მიიჩნევა: ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია.

საქართველოში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები