2022 წლის IV კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.3% შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 24%-ითაა გაზრდილი.
IV კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების (3.8%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (8.9%). 2021 წლის IV კვარტალთან შედარებით, ფასების ასევე გაიზარდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 12.5%-ით, ხოლო კერძო სახლებზე – 18%-ით.
IV კვარტალში ბინების კვადრატული მეტრის გასაყიდი ფასი უბნების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- მთაწმინდა – 4,941 ლარი;
- ვაკე – 4,204 ლარი;
- საბურთალო – 3,333 ლარი;
- ჩუღურეთი – 3,212 ლარი;
- კრწანისი – 3,118 ლარი;
- დიდუბე – 2,881 ლარი;
- ნაძალადევი – 2,824 ლარი;
- გლდანი – 2,698 ლარი;
- ისანი – 2,668 ლარი;
- სამგორი – 2,630 ლარი.
კერძო სახლების კვადრატული მეტრის ფასი უბნების მიხედვით შემდეგია:
- მთაწმინდა – 3,258 ლარი;
- დიდუბე – 3,156 ლარი;
- ვაკე – 3,111 ლარი;
- საბურთალო – 2,857 ლარი;
- კრწანისი – 2,640 ლარი;
- ისანი – 2,528 ლარი;
- ჩუღურეთი – 2,207 ლარი;
- ნაძალადევი – 2,010 ლარი;
- სამგორი – 1,901 ლარი;
- გლდანი – 1,748 ლარი.