LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად ითამაშებს ბარსელონა: ამას ფანები გადაწყვეტენ

35

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბარტომეუმ აღნიშნა, რომ კატალონიაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა შესაძლოა, სერიოზული გავლენა მოახდინოს გუნდზე. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, კლუბმა და გულშემატკივრებმა უნდა აირჩიონ ლიგა, რომელშიც „ბარსელონა“ გამოვა.

„იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადდა დამოუკიდებლობა, კატალონიურ კლუბსა და მის ფანებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება, რომელ ლიგაში ითამაშოს „ბარსელონამ“, – ბარტომეუს ამ განცხადებას „ბარსელონას“ პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის ე.წ. რეფერენდუმი გაიმართა, რომელზეც გამოკითხვაში მონაწილეთა 90-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა რეგიონის ესპანეთიდან გამოყოფას.

მადრიდში პლებისციტის ჩატარების ფაქტი არ აღიარეს. მიუხედავად ამისა, კატალონიის მთავრობა აპირებს გამოაცხადოს ესპანეთიდან გამოყოფის შესახებ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები