LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად მიირთმევთ პიცას ყველაზე იაფად ევროპაში 2026 წელს?

134
ქირიას NEWS შაბლონი

ევროპაში პიცის ფასები ერთ წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა. საკვების მიტანის პლატფორმა Foodora-ს კვლევის მიხედვით, 2025 წელს პიცის საშუალო ფასმა წინა წელთან შედარებით 7.75%-ით მოიმატა და 11.96 ევროს მიაღწია, მაშინ როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი 11.10 ევრო იყო.

კვლევამ 6 ქვეყანა მოიცვა – ავსტრია, ჩეხეთი, ფინეთი, უნგრეთი, ნორვეგია და შვედეთი, სადაც შედარება კლასიკური პიცის, მარგარიტას ფასებზე დაყრდნობით გააკეთეს. ყველაზე იაფი პიცა კვლავ უნგრეთში ფიქსირდება – საშუალოდ 8.75 ევრო, შემდეგ მოდის ჩეხეთი (9.47 ევრო). ყველაზე ძვირადღირებული ბაზარი კი ნორვეგიაა, სადაც პიცის საშუალო ფასი 17.60 ევროს აღწევს.

ავსტრიაში საშუალო ფასი 11.50 ევროა, შვედეთში – 10.94, ხოლო ფინეთში – 13.50 ევრო. მიუხედავად საერთო ზრდისა, შვედეთსა და ფინეთში წლიურ ჭრილში მცირე კლებაც დაფიქსირდა.

ქალაქებს შორის ყველაზე იაფი პიცა უნგრეთის ქალაქ სეგედში იყიდება – 8.50 ევრო, ხოლო ყველაზე ძვირი ნორვეგიის ქალაქ ლილესტრომში – 19.12 ევრო.

Foodora-ს ანალიტიკოსების შეფასებით, ფასებზე გავლენას ახდენს ქირის ღირებულება, ხელფასები, რესტორნებს შორის კონკურენცია და მიტანის პლატფორმების აქციები. ამავე დროს, მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ირჩევენ უფრო ნოყიერ ვარიანტებს – მაგალითად, კალცონეს ან მრავალ ინგრედიენტიან პიცებს – რათა ფასის მიუხედავად მეტი „ღირებულება“ მიიღონ.

ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკვების ინფლაცია ევროზონაში შემცირდა, პანდემიასთან შედარებით საკვების ფასი მაინც დაახლოებით 30%-ით მაღალია, რაც პიცის ღირებულებაზეც აისახება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g