LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად შეხვდა ნატალია ქუთათელაძე “Homeland”-ის ვარსკვლავს და რას უყვიროდა მას

227

ნატალია ქუთათელაძე უკვე მეორე წელია, ნიუ იორკში, ჯულიარდის მუსიკალურ სკოლაში საოპერო ვოკალს ეუფლება.

ახლახან მან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სერიალ “სამშობლოს” (homeland) ვარსკვლავთან ერთად აქვს გადაღებული ფოტო. მენდი პატინკინი საკულტო სერიალის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, საულ ბარენსონს განასახიერებს.

როგორც ჩანს, ნატალია მისი და სერიალის თაყვანისმცემელია. მომღერალმა ფოტოს მიაწერა:

როცა დავინახე, ავყვირდი. მერე მას ვუყვიროდი, საუკეთესო ხარ-მეთქი. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ რამდენიმე საათით ადრე რენე ფლემინგი დავინახე (ამერიკელი სოპრანო – ავტ. შენ.), მაგრამ მისთვის ზედაც არ შემიხედავს“, – წერს ნატალია სოცქსელში.

შეგახსენებთ, რომ ‘სამშობლო” უკვე ექვსი წელია, იპყრობს სერიალების მოყვარულთა ინტერესს მთელ მსოფლიოში, მათ შორის – საქართველოში. ამერიკული დაზვერვის აგენტი ქალის ისტორიის მეექვსე სეზონი ახლახან დასრულდა და მისი თაყვანისმცემლებისთვის ფინალი შოკისმომგვრელი იყო. “სამშობლოს” საქართველოში განსაკუთრებით ბევრი მოყვარული ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g