LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად ვყიდულობთ საზამთროს და ნესვს – საქართველომ 5 თვეში 2 811 ტონა საზამთროს იმპორტი განახორციელა

118
ნესვი-საზამთრო

2023 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში საქართველოში საზამთროს იმპორტი გაიზარდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, იანვარ-მაისში ქვეყანაში საზამთროს იმპორტის ღირებულება 90.7%-ით 849.7 ათასი დოლარამდე, მოცულობა კი 0.6%-ით 2 811 ტონამდე გაიზარდა.

საქართველოში საზამთროს იმპორტი მიმდინარე წელს სამი ქვეყნიდან ხორციელდება:

1. ირანი – 656 ათასი დოლარი, 2 167 ტონა;
2. თურქეთი – 186 ათასი დოლარი, 640 ტონა;
3. ნიდერლანდები – 7 ათასი დოლარი, 4 ტონა.

რაც შეეხება ნესვს, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 64.8 ათასი აშშ დოლარის 287.3 ტონა ნესვის იმპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 51.8 ათასი აშშ დოლარის 270.8 ტონა.

ქვეყნები, სადაც საქართველომ წელს ნესვი იყიდა, შემდეგია:

  • თურქეთი – 58.7 ათასი აშშ დოლარის 278.5 ტონა
  • ნიდერლანდები – 7.5 ათასი აშშ დოლარის 3.5 ტონა
  • ირანი – 1.5 ათასი აშშ დოლარი 5.2 ტონა
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები