LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სადაც უსაფრთხოების რისკია, ქორწილი იქნება, თუ გასვენება, ყველგან ვართ – ჩვენ მივესალმებით მშვიდობიან სტუმრებს“ – ლილუაშვილი რუსების შემოსვლაზე

171
გრიგოლ ლილუაშვილი

„სადაც უსაფრთხოების რისკია, ქორწილი იქნება, თუ გასვენება, ყველგან ვართ – ჩვენ მივესალმებით მშვიდობიან სტუმრებს“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ლილუაშვილმა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა. მისი თქმით, სუსი ყველას უსაფრთხოებას იცავს.

„ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ახლა ვინოკუროვაა, ქმრის გვარზეა” – გია ვოლსკი

„სადაც უსაფრთხოების რისკია, ქორწილი იქნება, თუ გასვენება, ყველგან ვართ. ადამიანებს, ვისაც დარღვეული არ აქვთ საქართველოს კანონი „ოკუპაციის შესახებ“, არ წარმოადგენენ უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული რისკის შემცველ პიროვნებებს, ასევე, ტურიზმის განვითარებაში პოტენციურად შეაქვთ დიდი წილი.

ჩვენ მივესალმებით მშვიდობიან სტუმრებს. ჩვენ ვიცავთ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე სტუმრებს და ყველას“. – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ბრეგაძე: რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ისევე შემოდიან, როგორც სხვა სახელმწიფოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g