იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ისევე შემოდიან, როგორც სხვა სახელმწიფოს და ამაში არაბუნებრივს ვერაფერს ხედავს.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ამისი [რუსი მოქალაქეების შემოსვლა] შესაბამისი სტატისტიკა საჯაროა და ყოველწამიერად იცვლება.
„როგორც რუსეთის ფედერაციიდან, ისე ნებისმიერი სხვა სახელმწიფოდან, შემოდიან მოქალაქეები, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე, შესაბამისი სახელმწიფოს მოქალაქეები. ბუნებრივია, ამის შესაბამისი სტატისტიკაც არსებობს.
ჩვენც, რა თქმა უნდა, გვაქვს სტატისტიკა, რაც შეეხება ბინადრობების მოთხოვნებს, მოქალაქეობის მოთხოვნებს, ეს ინფორმაცია არის სრულიად საჯარო.
პრაქტიკულად ყოველდღე გავცემთ ამ ინფორმაციას, ის შეიძლება ყოველწამიერადაც იცვლებოდეს.“– განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის განცხადებები ვრცლად: