LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადარბაზოს რესტავრაციის დროს კედლების დამუშავებისას მე-20 საუკუნის მხატვრობა აღმოაჩინეს

99

პროექტ „ახალი ტფილისის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, დავით აღმაშენებლის გამზირ N26 – ში სადარბაზოს რესტავრაციის დროს კედლების დამუშავებისას, მე-20 საუკუნის მხატვრობა აღმოჩნდა.

ისტორიული შენობის პროექტი 1903 წელს შეიქმნა, რომელიც ამავე პერიოდში, გიორგი სოლომონის ძე აბულაძემ თავისი მეუღლის – ნინა აბულაძის მიწაზე ააშენა. საცხოვრებელი სახლი სამსართულიან კლასიცისტურ-რენესანსული სტილის ნაგებობას წარმოადგენს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესულ ისტორიული შენობას უძველესი ჭვირული ლითონის აივნები და კარი ამშვენებს. სადარბაზო ფერადი კერამიკული იატაკით არის მოპირკეთებული.

როგორც აღმოჩნდა, სადარბაზოს უძველესი მოხატულობა ათეული წლების წინ გადაუღებავთ და მათი არსებობა ხელოვნებათმცოდნეთა საკვლევ მასალებშიც არ არის ცნობილი.

რესტავრაციის დროს აღმოჩენილი ფრაგმენტები მთელი სადარბაზოს კედლებსა და კიბის უჯრედებზეა აღმოჩენილი.

პროექტ „ახალი ტფილისის“ რეაბილიტაციის შედეგად, დავით აღმაშენებლის გამზირ N26-ში აღმოჩენილი მხატვრული ნამუშევრები პირვანდელ ისტორიულ სახით შენარჩუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g