LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საელჩო: 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთის ტერიტორიაზე შემოსვლას ვერ შეძლებენ

170
136271599

26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას ვერ შეძლებენ.

გადაწყვეტილების შესახებ ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 24 ივლისის ბრძანებაშია აღნიშნული.

ინფორმაციას ბულგარეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

“ბრძანება არ ეხება საქართველოდან მომავალ ბულგარეთის მოქალაქეებს, რეზიდენტებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ქვეყანაში შემოსასვლელად აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტის პასუხი, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი”, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g