იერუსალიმისკენ ღაზის სექტორიდან რაკეტების სროლის შემდეგ ისრაელში საქართველოს საელჩომ განცხადება გამოაქვეყნა.
საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები და თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისგან.
“მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან. მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას”.- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჰამასის ექსტრემისტებმა ღაზის სექტორიდან 10 მაისს იერუსალიმისკენ რაკეტები ისროლეს, რითიც კიდევ უფრო გაღრმავდა დაძაბულობა, პალესტინელ დემონსტრანტებს და ისრაელის პოლიციას შორის რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებების ფონზე.