ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ამერიკის ხმასთან“ გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოა.
„მართალია გასაკვირი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია“, – უთხრა კონგრესმენმა „ამერიკის ხმას“.
ამავე თემაზე:
ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან – შალვა პაპუაშვილი
გვექნება უმკაცრესი რეაგირება ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით: ჯუანშერ ბურჭულაძე
ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში მიუღებელია – მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას: ილია დარჩიაშვილი