LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

56
publika.ge-talakvadze

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია და ვენეციის კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაციების საკანონმდებლო დონეზე ასახვას ითვალისწინებს. ამასთან, როგორც არჩილ თალაკვაძე ამბობს, დღის წესრიგშია კიდევ ერთი საკითხი, რომელიც 2024 წლისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბარიერის სამ პროცენტამდე დაწევას გულისხმობს.

მისივე თქმით, პარლამენტი დემოკრატიის გაძლიერებისა და ფუნდამენტური რეფორმების განხორციელების მიმართულებით თავის ვალდებულებას ასრულებს. თალაკვაძე იმედოვნებს, რომ დასახელებული კონსტიტუციური ცვლილებები მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგსაც შეუწყობს ხელს.

“ახალი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტში, კერძოდ, გარდამავალ დებულებებში ცვლილების შეტანის საკითხი – რომელიც ითვალისწინებს 2024 წლისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბარიერის დაწევას 3%-მდე. ეს ინიციატივაც უკვე ინიცირებულია პარლამენტში და გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. ეს საკითხები გახლავთ ის მნიშვნელოვანი თემები, რომელიც თვეების განმავლობაში პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყო.

როგორც ხედავთ პარლამენტს და ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება და ჩვენს პასუხისმგებლობას, ვალდებულებას ვასრულებთ დემოკრატიის გაძლიერების და იმ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელების მიზნით, რომელიც გვქონდა საჯაროდ პირობა დადებული. იმედი მაქვს, ეს ორი ცვლილება დაეხმარება მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. თავისი არსით ეს ცვლილებები არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის საუბრის საგანი, არამედ, ეს რეფორმები გახლავთ ასევე ჩვენს და მოქალაქეებს შორის შეთანხმების საგანი, ასევე ჩვენსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შორის, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის საგანიც. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროცესში, შემდეგ შეფასებებში ეს ცვლილებები იქნება სათანადოდ შეფასებული და პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g