საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის შესახებ იმსჯელა.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების თანახმად, 2024 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-ით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი 3,1%-ით განისაზღვრება. შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი და ის1%-ს შეადგენს.
მისივე ინფორმაციით, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა განისაზღვრება 90 მლნ 895 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები – 23 მლნ 260 ათასი ლარის ოდენობით.
ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმური მაჩვენებელი განისაზღვრება 25 მლნ 616 ათასი ლარის ოდენობით. საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი კი 25 მლნ 696 ათას ლარს შეადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები, ჯამურად, შეადგენს 25 მლნ 930 ათას ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 900 მლნ ლარითაა გაზრდილი.
კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
რაც შეეხება 2025 წლის ბიუჯეტს, მას პარლამენტი მესამე მოსმენით 13 დეკემბრამდე მიიღებს.