LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთი “ყვითელი ჟილეტების” აქციებში რუსეთის შესაძლო მონაწილეობას იძიებს

shutterstock_1246495393

ამავდროულად გამოცემა Times წერს, რომ სოციალურ ქსელ Twitter-ში, სავარაუდოდ რუსეთთან დაკავშირებული ასობით გვერდი გაჩნდა, რომლებზეც სხვა აქციებზე დაშავებულის ადამიანების ფოტოსურათების გამოყენებით, დეზინფორმაცია ვრცელდება.

ბოლოს ე.წ. ყვითელი ჟილეტების აქციაზე 136,000 ადამიანი გავიდა, აქედან 1,200 -ზე მეტი დააკავეს. საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის ბრუნო ლე მეირის განცხადებით, „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციები ქვეყნის ეკონომიკისთვის “კატასტროფაა”.

ბენზინის ფასის გაზრდის გამო მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტი საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო, რომელიც დემონსტრანტებისა და პოლიციელების შეტაკებებში, დარბევასა და მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდებაში გადაიზარდა. ამ აქციების დროს სულ 4 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g