LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში აღმოაჩინეს, რომ პაციენტი კორონავირუსით დეკემბერში იყო ინფიცირებული: “გარდიანი”

400
BeFunky-collage (8)

საფრანგეთში კორონავირუსის პირველი ოფიციალური შემთხვევის გამოვლენიდან, თითქმის ერთი თვით ადრე, ქვეყნის ერთ-ერთ კლინიკაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტი მივიდა. ამის შესახებ “გარდიანი” ექიმ ივ კოენის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

მედიკოსი გამოცემასთან საუბარში აღნიშნავს, რომ საფრანგეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში იანვარსა და დეკემბერში პნევმონიით მოთავსებული პაციენტების ძველი ნიმუშები ხელახლა გამოიკვლიეს, საუბარია 24 პაციენტზე,  გამოკვლევების შედეგად დადასტურდა, რომ ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც “კოვიდ 19” დაუდასტურდა, თუმცა  უკვე გამოჯანმრთელებულია, საავადმყოფოში 27 დეკემბერს მივიდა.

„ის 15 დღის განმავლობაში იყო ცუდად და თავისი ორი შვილიც დააინფიცირა, მაგრამ მისი ცოლი, რომელიც სუპერმარკეტში მუშაობს, არ დაავადებულა. ის გაოცებული იყო. არ იცის, თუ როგორ დაინფიცირდა. ამბობს, რომ გაწერის შემდეგ არ უმოგზაურია და მისი ერთადერთი კონტაქტი მისი ცოლი იყო“, – აცხადებენ საავადმყოფოში.

ინფიცირებულ ცოლს მისი სამსახურიდან გამომდინარე ბევრ ჩინელ კოლეგასთან უწევდა კონტაქტი. არის ვარაუდი, რომ ინფექცია მას სწორედ ამ თანამშრომლებისგან გადაედო, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის.

“თუ მის კოლეგებს ჩინეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ, ეს უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს,”- აცხადებენ საავადმყოფში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g