LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის პრეზიდენტი საგანგებო კრიზისულ შეხვედრას მართავს

220
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი საგანგებო კრიზისულ შეხვედრას მართავს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეხვედრას ესწრება საფრანგეთის პრემიერმინისტრი, ელისაბედ ბორნი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟერალდ დარმანინი და იუსტიციის მინისტრი, ერიკ დიუპონ-მორეტი.

როგორც მედია წერს, ემანუელ მაკრონი ხვდება მინისტრებსა და უშიშროების წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო კრიზისულ ცენტრში, რათა განიხილონ საფრანგეთში მიმდინარე ვითარება.

საფრანგეთში არეულობა და საპროტესტო მსვლელობები ლოზუნგით „სამართალი ნაჰელისთვის“ მას შემდეგ დაიწყო, რაც პატრულის მიერ პარიზის გარეუბან ნანტერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გაჩერებული 17 წლის ახალგაზრდა პოლიციელის ტყვიამ იმსხვერპლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები