ფრანგული ქალაქის მონტელიმარის სკოლის მოსწავლეები ექსპერიმენტის სახით სკოლას ჩვეულებრივზე უფრო ადრე დაიწყებენ. ახალი განრიგი ისე შეადგინეს, რომ ბავშვებს ცხელი დღეების გადატანა არ გაუჭირდეთ.
მოსწავლეები საკლასო ოთახებში ამიერიდან 8:00 საათიდან 12:00 საათამდე (8:30-11:30 ნაცვლად) და შესვენების შემდეგ 13:00 საათიდან 15:00 საათამდე(13:30-16:00 საათის ნაცვლად) პერიოდში იქნებიან.
თუკი ინიციატივას სკოლებში დადებითად შეაფასებენ, სიცხის დროს ამ გრაფიკზე ყველა ფრანგული სკოლა გადავა.
აღსანიშნავია, რომ მაღალ ტემპერატურას ებრძვიან სხვა ევროპული ქვეყნები თუ ქალაქები.
მაგალითად, პრაღის ქუჩებში დადგეს სპეციალური მოწყობილობები, რომელიც ჰაერში წყლის მიმოფრქვევითაა დაკავებული და ცხელ ამინდში ადგილობრივებს ცხოვრებას მცირედით მაინც უმარტივებს.