LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ძაღლების მეპატრონეებს მერიისთვის ცხოველის დნმ-ის წარდგენა მოუწევთ

119
Screenshot 2024-10-24 130541

ფრანგულ კომუნაში ძაღლების მეპატრონეებს მოუწევთ, რომ მერიაში თავისი ცხოველების დნმ-ის ნიმუში მიიტანონ. ამ გზით ლესკარენეს მერია აპირებს, რომ ცხოველების აკრძალულ ადგილებში გასეირნება აღკვეთოს, წერს Euronews-ი.

თუკი გაზონზე ან ტროტუარზე ძაღლის ექსკრემენტებს იპოვიან, ჩაატარებენ ანალიზს, რათა ძაღლის მეპატრონის ვინაობა დაადგინონ. შემდეგ კი ამ მეპატრონეებს სერიოზული ჯარიმები ელოდებათ.

დასახლებაში სულ 2,5 ათასი ადამიანი ცხოვრობს და დაახლოებით 100-მდე ძაღლის მფლობელია. მათ ვეტერინარულ კლინიკებში დაელოდებიან, სადაც ცხოველს დნმ ტესტს აუღებენ და შემდეგ პასუხებს სპეციალურ ლაბორატორიაში შეინახავენ.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური წესი მოქმედებს ქალაქ ბეზიეშიც, სადაც ცხოველის აკრძალულ ადგილას გასეირნება 38 ევროთი ჯარიმდება. მერიის ინფორმაციით, კანონმა ქალაქის ქუჩები ბევრად უფრო სუფთა გახადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები