საფრანგეთის რკინიგზის ნაციონალურმა ოპერატორმა რელსებზე ახალი თაობის მაღალსიჩქარიანი მატარებელი გამოიყვანა, რომელსაც დიზაინერული ინტერიერი აქვს. მატარებელი საათში 320 კილომეტრ სიჩქარეს განავითარებს. როგორც პროექტის ავტორები ირწმუნებიან მგზავრები ახალ მატარებელში თავს განსაკუთრებულად კომფორტულად იგრძნობენ და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეგრძნება საერთოდ არ ექნებათ. სიახლის შესახებ Euro news წერს.
პირველად ფრანგული რკინიგზის ისტორიაში დიზაინერებმა კონსულტაცია გაიარეს გამცილებლებთან, მემანქანეებთან და ტექნიკურ მუშებთან რათა ვაგონების ნიუანსები გაეთვალისწინებინათ. ინტერიერი თავის თავში ფუტურისტულ სტილს და რეტრო-ელემენტებს აერთიანებს.
ინოვაციური დიზაინის დამსახურებით ბავშვებიანი მგზავრებისთვის დაამონტაჟეს მიკროტალღური ღუმელები, დამატებითი მაგიდები ბავშვების საფენების გამოსაცვლელად და გამოყვეს დასასვენებელი ადგილები. შშმ პირებისთვის ახალი ტიპის ვაგონები შექმნეს, სადაც ასვლას ეტლების მომხმარებლები ყოველგვარი დახმარების გარეშე შეძლებენ. საკვებს მათთვის პირდაპირ ადგილებამდე მიიტანენ.
სხვა მგზავრებისთვის 2 სართულიანი ვაგონი-რესტორანი იმუშავებს. პირველი სართული ღვინის ბისტროს დაეთმობა, მეორეზე კი ფრანგული სამზარეულოს კერძების დაგემოვნება იქნება შესაძლებელი.
მატარებელი ენერგო დამზოგველი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და შესაბამისად, გარემოს დაბინძურებაც ნაკლებია.
მატარებელი პარიზი-ლეონი-მარსელის მარშრუტზე 2026 წლიდან გამოჩნდება.