LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებს პრემიის სახით 1500-მდე ევროს გადაუხდიან

112
BeFunky-collage (7)

საფრანგეთში იმ მედიკოსებს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვიიან პრემიის სახით 1500-მდე ევროს გადაუხდიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, როგორც ედუარდ ფილიპმა განაცხადა, ექიმები ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსთვის, სტანდარტული ანაზღაურების ნაცვლად, 50 %-ით მეტ თანხას მიიღებენ. გარდა ამისა, სოციალურ დახმარებას მიიღებენ ის ოჯახები, რომელთაც საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავალი აქვთ. ამ შემთხვევაში საუბარია 150 ევროს ოდენობით დახმარებაზე.

ცნობისთვის, საფრანგეთში “კოვიდ 19”-ს უკვე 5 497 ადამიანი ემსხვერპლა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები