LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში მოსახლეობას ძველი ქვაბების და ტაფების ფოსტაში მიტანა სთხოვეს

110
steamy-pot-cooking-stockcake

2025 წლის ოქტომბრიდან, საფრანგეთის მოსახლეობას საშუალება ექნება, მოძველებული ჭურჭელი – ქვაბები და ტაფები – ფოსტით გადააგზავნოს. ინიციატივის მიზანია, გაუმარტივოს მოსახლეობას გადამუშავება და შეამციროს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოცულობა. სიახლის შესახებ Congres Francais de Psychiatrie წერს.

პროექტში მთელი ქვეყნის მასშტაბით 945 საფოსტო განყოფილება ჩაერთვება.

ორგანიზატორებმა ამბიციური მიზანი დაისახეს – 2027 წლამდე 20 მილიონი ერთეული ტაფისა თუ ქვაბის შეგროვება. ამ ნივთებს შემდეგ გადაადნობენ, ხოლო მიღებული ალუმინი ხელახლა იქნება გამოყენებული ახალი ჭურჭლის წარმოებისთვის.

ექსპერტების შეფასებით, ამგვარი მიდგომა გამონაბოლქვს 90%-ით შეამცირებს.

დღეისათვის საფრანგეთში მხოლოდ ძველი ჭურჭლის მხოლოდ 42% გადამუშავდება, ხოლო 15% ისევ ნაგავსაყრელზე ხვდება. ახალი პროექტის ამოცანაა ამ სტატისტიკის გაუმჯობესება, გადამუშავების პროცესის გამარტივებით.

ეს ინიციატივა უკავშირდება ევროკავშირის „ევროპული მწვანე კურსის“ ფარგლებში ცირკულარული ეკონომიკის კონცეფციას. ამ მიდგომის ძირითადი პრინციპებია: ბუნებრივი რესურსების დაცვა, ნედლეულისა და ენერგიის ეკონომია და ნივთების მოხმარების ციკლის გახანგრძლივება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები