LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში თმის ფერის გამო დისკრიმინაციას შეებრძოლებიან

114
1024x576_cmsv2_7c98200f-bcd0-5c2

საფრანგეთში მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ყველანაირ დისკრიმინაციას თმის სტრუქტურის, სიგრძის, ფერის თუ ვარცხნილობის გამო სამსახურში. დოკუმენტის მიღებამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი, წერს გამოცემა African news.

დეპუტატთა თქმით, ბევრ ადამიანს გასაუბრების წინ ვარცხნილობის შეცვლა უწევს, რადგან სხვა შემთხვევაში სამსახურის მიღების ალბათობა ძალიან დაბალია. ახალი კანონი აკრძალავს მელოტი ან ცისარტყელას ფერებში შეღებილი თმების მქონე ადამიანების დისკრიმინაციას.

ზოგადად გარეგნობის მიხედვით დისკრიმინაცია საფრანგეთში კარგა ხნის წინ აიკრძალა. კანონმდებელთა აზრით, ახალ კანონს სიმბოლური მნიშვნელობა ექნება და მხარს დაუჭერს იმ დასაქმებულებს, ვისაც სამსახურში გასვლა „შეუფერებელი“ ვარცხნილობის გამო აშინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები