LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში ზღვის ტალღების დაცვა გადაწყვიტეს

43
HEMIS_3146218_Spots_surf_Bretagne_Michelin

საფრანგეთში, კერძოდ კი ბრეტანის რეგიონში შექმნეს ნაკრძალი, რომელიც ზღვის ტალღების გადარჩენას შეუწყობს ხელს. ეს ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე აიკრძალება ყველანაირი საქმიანობა, რომელსაც ზღვაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ generations nouvelles ავრცელებს.

ნაკრძალის შექმნის ინიციატივა ადგილობრივ სერფერებს ეკუთვნით. მათი თქმით, ამ ადგილას ტალღებს უნიკალური ფიზიკური სტრუქტურა აქვთ, რომელიც აუცილებლად დაირღვევა იმ შემთხვევაში თუკი წყალში დამბის, პორტის ან შუქურას აშენებას გადაწყვეტენ.

გარდა ამისა, ნაკრძალის სტატუსი ადგილობრივი ეკოსისტემის და წყლის სისუფთავის შენარჩუნებასაც შეუწყობს ხელს.

ბრეტანი სერფერების საყვარელი ადგილია, ძლიერი ქარი და უზარმაზარი ტალღები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავ ადამიანს იზიდავს. გარდა ამისა, რეგიონს ათასობით ტურისტი აკითხავს, რათა ატლანტის ოკეანის მომხიბვლელობით დატკბეს. ამ დრომდე ეს ტერიტორია მავნე ზეგავლენისგან არ ყოფილა დაცული და განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ობიექტთა სიაშიც არ შედიოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები