რა საფრთხე იმალება ასაწონ სუნელებში? – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული მოსახლეობას აფრთხილებს და ვიდეომიმართვაში საუბრობს, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ქუჩაში ნაყიდი, ასაწონი სუნელების გამოყენებამ.
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ვიდეომიმართვაში მოსახლეობას საილუსტრაციო მაგალითს აჩვენებს, თუ როგორ შეიძინა ღია სივრცეში სუნელი, რომელიც დაფასოებულია ერთჯერად პოლიეთილენის პარკში, რომელიც მხოლოდ ლითონების შესანახად გამოიყენება. მისი თქმით კატეგორიულად მიუღებელი და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა ამგვარად შენახული საკვები პროდუქტი:
„თუ ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ ქუჩაში ნაყიდ ასაწონ სუნელებზე, რომელიც მრავლადაა განთავსებული სხვა და სხვა ადგილებში, ჩვენ ამით საფრთხეს ვუქმნით ჩვენს ჯანმრთელობას!
საფრთხე, რომელიც შეიძლება არსებობდეს სუნელებში:
გარდა იმისა, რომ რეალიზაციის დროს ღია მდგომარეობაში სუნელები შესაძლოა დაბინძურებული იყოს მტვრით, სხვა და სხვა ნაწილაკებით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ არის მწარმოებელი, იმპორტიორი, როდემდე აქვს შენახვის ვადა და ასე შემდეგ“, – ამბობს ირაკლი არაბული.
რა საფრთხე იმალება ასაწონ სუნელებში?Posted by Irakli Arabuli’s Blog on ორშაბათი, 28 ივლისი, 2025