LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ჩემს „მესენჯერს“ აკონტროლებდეს სუსი – ამ ვიდეოს ჩაწერამდე, მეგობარს „მესენჯერის“ საშუალებით ვესაუბრე, რომ მაღაზიაში მისვლას და ფორთოხლის ფულის გადახდას ვაპირებდი, რასაც კოლაბორანტის იქ მისვლა მოყვა“ – მოქალაქე, რომელსაც ჯაფარიძემ ფორთოხალი ესროლა

278
ლექსო სამხარაძე (1)

მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ, ინგოროყვას ქუჩაზე ავტომობილით მიმავალ დეპუტატებს მიმართავდა და რომელსაც დე­პუ­ტატ­მა ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძემ ფორ­თო­ხა­ლი ეს­რო­ლა, ლექ­სო სამ­ხა­რა­ძეა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ინ­ცი­დენ­ტი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც დე­პუ­ტა­ტის მან­ქა­ნი­დან შე­ა­გი­ნეს.

ლექსო სამხარაძე ამავე პოსტში ასევე ვარაუდობს, რომ მისი „ფეისბუკი“ და „მესინჯერი“ სუსის მიერ კონტროლდება, რადგან ქიქოძის ქუჩაზე მდებარე მარკეტში მისვლას, რომლის დახლიდანაც ჯაფარიძემ ფორთოხალი აიღო, თავდაპირველად თავად გეგმავდა:

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის, რომ იცო­დეთ. მე სა­ნამ ბილ­წსი­ტყვა­ო­ბას და­ვი­წყებ­დი, მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ „მე­სი­ჯებს“ ვავ­რცე­ლებ­დი, ისეთს რო­გო­რიც ვი­დე­ოს და­სა­წყის­შია. ჩემი გი­ნე­ბა მოყ­ვა, იმა­თი მხრი­დან დე­დის შე­გი­ნე­ბას, მან­ქა­ნი­დან.

საკ­მა­ოდ სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი მაქვს, ჩემს ფბ და „მე­სენ­ჯერს“ აკონ­ტრო­ლებ­დეს სუს-ი. თუნ­დაც ამ ვი­დე­ოს ჩა­წე­რამ­დე ვე­სა­უბ­რე, „მე­სენ­ჯე­რის“ სა­შუ­ა­ლე­ბით, ჩემს მე­გო­ბარს რომ მის­ვლას ვა­პი­რებ­დი მა­ღა­ზი­ა­ში და ფორ­თოხ­ლის ფუ­ლის გა­დახ­დას. რაც საკ­მა­ოდ კო­მი­კუ­რი გა­მო­ვი­დო­და, რა­საც კო­ლა­ბო­რან­ტის მის­ვლა და ფორ­თოხ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და მოყ­ვა.

ვიდეო: „ვიქტორ ჯაფარიძემ თქვენი ფორთოხალი ვისროლე და ბოდიშის მოსახდელად მოვედიო, რა ფორთოხალი, თქვენ ჩემს ოთხ შვილს მომავალი წაართვით-მეთქი“ – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

„მართლა არ მოელოდა ამ პასუხს, რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ, მერე ვიტამაც მომისწრო და რაღაც მომენტში ვიდეოს გადაღებაც მომაფიქრდა“ – წერს მირანდა ჯობავა.

ჩემი აზ­რით, ასეთ ეროვ­ნულ ტა­ლანტს, თავ­ში არც კი და­ე­ბა­დე­ბო­და აზრი, ბო­დი­ში მო­ე­ხა­და და ფორ­თოხ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­და­ე­ხა­და. მად­ლო­ბა მინ­და მო­ვუ­ხა­დო მა­ღა­ზი­ის მფლო­ბელს და გამ­ყიდ­ველს, ძა­ლი­ან კარ­გი პა­სუ­ხის­თვის, რა­საც ვი­დე­ო­ში ვუს­მენთ და მად­ლო­ბა ეკუთ­ვნით იმ სტი­კე­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­მო­ხა­ტავს.

„დაიწყეს ჩვენი ოჯახის გაშავება… უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ რეალურად, იმის გამო, რომ რუსქოცებს არ გავურიგდით არასდროს“ – რას წერს მირანდა ჯობავა ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ

აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვიც­ნობ ამ კარგ ხალ­ხს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა რუ­სულ რე­ჟიმ­თან უნდა გაგ­რძელ­დეს გა­მარ­ჯვე­ბამ­დე არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს ცი­ხის, გა­ლახ­ვის, სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის და სხვა რეპ­რე­სი­ე­ბის.რუ­სე­თის იმ­პე­რი­ას­თან და მა­გათ აგენ­ტუ­რას­თან ბრძო­ლა, არა­სო­დეს ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი. ვიბ­რძო­ლებთ და გა­ვი­მარ­ჯვებთ“. – წერს ლექსო სამ­ხა­რა­ძე.

მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ იცოდეთ. მე სანამ ბილწსიტყვაობას დავიწყებდი, მხოლოდ პოლიტიკურ მესიჯებს ვავრცელებდი, ისეთს…

Posted by Lekso Samkharadze on Wednesday 29 May 2024
magti 5g