LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში 63 000-მდე ფიზიკურ პირს 300 მილიონი ლარი უკვე ჩამოეწერა

172
საგადასახადო ამნისტია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დღეის მდგომარეობით, 63 000-მდე ფიზიკურ პირს 301 753 088 მილიონი ლარი უკვე ჩამოეწერა.

საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ელექტრონულად – შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge), ასევე პირადი მიმართვის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის ინიციატივა შეეხება გადასახადის გადამხდელ ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე სუბიექტებს და პროცესი გულისხმობს იმ აღიარებული საგადასახადო დავალიანების (დარიცხული საურავების ჩათვლით) ჩამოწერას, რომელიც 2021 წლის პირველ იანვრამდეა წარმოშობილი.

mazda magti 5g