„პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.
მისივე თქმით, „ეს კომისია არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაკომპლექტებული სალომე სამადაშვილებით, თუ ხატია დეკანოიძეებით”.
„საგამოძიებო კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას! როგორც მოვისმინე, თავად “ქართული ოცნებაც” გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგამოძიებო კომისია შექმნას, მაგრამ აქ მთავარი ისაა, როგორი კომისია იქმნება?
ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ყურადსაღები იყო ფრაზა – “მნიშვნელოვანი საქმეები”. იგივე “მნიშვნელოვან საქმეებზე” საუბარია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებშიც. საგამოძიებო კომისიამ სწორედ “მნიშვნელოვანი საქმეების” შესწავლა უნდა დაიწყოს. 2004 წლიდან დღემდე.
ეს კომისია არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაკომპლექტებული სალომე სამადაშვილებით, თუ ხატია დეკანოიძეებით.
კომისია უნდა აერთიანებდეს მიუკერძოებელ, ხალხის ნდობით აღჭურვილ, მაღალი კლასის იურისტებს. იქნება ეს მინდია უგრეხელიძე, თუ ჯემალ გახოკიძე.
კომისიის საქმიანობა უნდა წარიმართოს ღიად, გამჭვირვალედ, პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში.
კომისიას უნდა ხელმძღვანელობდეს პოლიტიკურად სრულიად ნეიტრალური პერსონა. ვიმეორებ: მიუკერძოებელი, ხალხის ნდობით აღჭურვილი, მაღალი კლასის იურისტი, რომელსაც საზოგადოება პატივს სცემს და ენდობა”, – წერს ირმა ინაშვილი.
ცნობისათვის, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება გუშინ, 5 აპრილს გავრცელდა.
„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე
კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას