LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოძიებო სამსახურმა 37 ათას ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინა

171
1

საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტზე, ორ პირს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებებით, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 37 000 ლარს აღემატებოდა.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

magti 5g