LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგაშო ვითარება კონგოში – ვულკანის ამოფრქვევის გამო 500 ათასი ადამიანი სასმელი წყლის გარეშე დარჩა

80
Untitled design

ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ  კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში თითქმის 500 000 ადამიანი სასმელი წყლის გარეშე დარჩა. 

საგანგაშო ვითარებაზე საუბრობს საქველმოქმედო ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს გარეშე” და სხვადასხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციას დახმარებისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ თვითონ დახმარებას უწევენ გადაადგილებულ პირებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის:

“იძულებით გადაადგილებულია ასიათასობით პირი, სუფთა, სასმელი წყლის გარეშე დარჩენილია ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ექიმების გუნდი მუშაობს მოსახლეობასთან, აუცილებელია სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციები სასწრაფოდ ჩაერთონ პროცესში, რათა შეძლონ ადამიანებისთვის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება.”

MSF-ში ამბობენ, რომ გუნდები სამედიცინო მომსახურებას უწევენ დაზარალებულებს ახლომდებარე ქალაქ საკეში – სტიქიის შედეგად გადაადგილებული ასობით ათასი ადამიანი ეკლესიებში, სკოლებში, მეჩეთებსა და ქუჩებში ცხოვრობს.

ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ რეგიონისთვის დამახასიათებელია ქოლერა, უწყლოობით გამოწვეული პრობლემები კი უზარმაზარ საფრთხეს შექმნის და ეპიდემიის რისკს გააჩენს.

22 მაისს, ნიარაგონგოს მთაზე აფრიკის ერთ-ერთი საშიში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, გომას მთავარი წყალსაცავი და მილები დაზიანდა. ჩამოინგრა რამდენიმე შენობა, მათ შორის ჯანდაცვის დაწესებულებები და წყლისა და ელექტროენერგიის მომარაგების სისტემები. ასობით ათასი ადამიანი კვლავ ვერ ბრუნდება საკუთარ სახლებში. ბოლო მონაცემებით, ვულკანის ამოფრქვევას 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g