LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება: მთავრობის გადაწყვეტილება პარლამენტმა დაამტკიცა

190
90492503-3876976659008990-5988281895027212288-o

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 22 მაისამდე გაგრძელდა. ამის შესახებ შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა 97 ხმით მიიღო. მდგომარეობის გახანგრძლივების წინააღმდგეგი იყო 10 დეპუტატი. იგივე ვადით გაგრძელდება პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

მთავრობის ინიციატივას, რომელიც დასამტკიცებლად პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა, საგანგებოდ მოწვეულ სესიაზე განიხილეს და პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დაამტკიცეს.

“მოდუნება არ შეიძლება“: სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ ბრძანება პარლამენტს წარუდგინა

საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობისგან ანტიკრიზისული გეგმის სასწრაფო წარდგენას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები