თბილისი-საგარეჯოს დამაკავშირებელი ცენტრალური გზის მონაკვეთზე, სოფელ ჩაილურთან „ოპელის“ მარკის ავტომანქანა და კერძო პირის მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი პირი ადგილზევე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
ავარიისას დაშავებული მგზავრები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.