კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში შუახნის მამაკაცი სანადირო თოფით თავის არეში დაჭრეს.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მოათავსა. მოგვიანებით ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
ექიმების განმარტებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.
წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი სავარაუდოდ ერთ-ერთ ქალს, სმს შეტყობინებებს უგზავნიდა, რასაც ქალის ახლობლებთან კონფლიქტი მოჰყვა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ მომხდარზე ერთი პირი დააკავა. გამოძიება 19-108 -ე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული.