LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეჯოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

83
საგარეჯო

საგარეჯოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარისას მამაკაცი გარდაიცვალა.

ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა, გუშინ ღამით მოხდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები