LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იტალიის ელჩთან ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ქვეყნის სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა

68
1

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

შეხვედრაზე იტალიასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და ინვესტიციების მოცულობის გაზრდის მნიშვნელობაც აღინიშნა.

“მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ქვეყნის სამომავლო პრიორიტეტებზე, რომელიც მიმართულია ევროკავშირში მეტი პოლიტიკური, დარგობრივი თუ სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ იტალიელ დიპლომატს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში, მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა აღუთქვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g