LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო უწყება გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედის საქართველოში დასაბრუნებლად მუშაობს

173
terjola-2.png

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმაროს.

ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი მოზარდის დედის სამშობლოში დაბრუნება “რთულ პროცედურასთანაა დაკავშირებული”, რადგან, მათივე ცნობით, მას დარღვეული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოფნისა და თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთის წესები.

„საბერძნეთში საქართველოს საკონსულო სამსახური კავშირზეა გარდაცვლილი მცირეწლოვანის დედასთან, რომელიც ამ დროისთვის საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება. ქალბატონს დარღვეული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოფნის, ისევე, როგორც თავის დროზე თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთის წესები. უწყება აქტიურად არის ჩართული აღნიშნული ქალბატონის დაბრუნების პროცესში, ასევე,  მთავრობა უზრუნველყოფს მისი საქართველოში ჩამოსვლისას PCR ტესტირებას“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მეზობლები ვარაუდობენ, რომ მამას 11 წლის ბავშვი ცემის დროს შემოაკვდა და კვალის დაფარვის მიზნით ხეზე ჩამოკიდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g