საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, მთაწმინდაზე საგზაო ინფრასტრუქტურის უცნაურ შემთხვევას აქვეყნებს. როგორც ის წერს, გრიბოედოვის ქუჩაზე, გზის სავალ ნაწილზე და ტროტუარზე სავარაუდოდ, უნებართვოდაა დადგმული შემაფერხებელი ბარიერები.
„საგზაო ინფრასტრუქტურა თბილისურად!
ჯერ გზის სავალ ნაწილზე დაარჭო ბოძკინტები ანკერებით, სავარაუდოდ უნებართვოდ. შემდეგ ტროტუარს მიადგა, რომელიც გზის ნაწილია სხვათაშორის. რკინის ბოძები ჩააბეტონა, ბოძებს შორის რკინის ტროსი გააბა, ზედ ბოქლომი დაადო, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და წავიდა,“ – წერს
დავით მესხიშვილი.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=2265354910189659&set=a.1711928565532299&type=3&theater