LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმება ნიშნავს კომპანიის გაკოტრებას მოკლე პერიოდში“ – Myway Airlines მთავრობას დახმარებას სთხოვს

118
1888482941-MyWayAirlines2.PNG.404ab4f4d4cf203eb1ab37df0e3bdddd

ართული ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას წერილით მიმართავს და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან არსებული სადავო საკითხით დაინტერებისკენ მოუწოდებს.

როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია მთავრობის წევრებს წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში დახმარებას სთხოვს.

„მოგმართოთ თხოვნით, დაინტერესდეთ „მაივეი ეარლაინსის“ ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით და დაგვეხმაროთ პრობლემის მოგვარებაში, რათა კომპანიამ კვლავ შეძლოს ოპერირება, მეტი თანამშრომლის დასაქმება და საკუთარი წვლილის შეტანა როგორც ქართული ავიაციის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

„მაივეი ეარლაინსსა“ და სააგენტოს შორის არსებულ უთანხოებაზე მოგახსენებთ შემდეგს: სააგენტო კომპანიას ედავებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ წილთა გადანაწილებას ქართველ და უცხოელ პარტნიორებს შორის და ეფექტური კონტროლის საკითხებს. აღნიშნული საკითხი გამოსწორდა ადმინისტრაციული წარმოების პროცესშივე, ბოლო პერიოდში ასევე შეიცვალა მშობელი კომპანიის წესდება მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად არსებობს უამრავი კითხვა სააგენტოს მიერ ეფექტური კონტროლის განმარტებაზე.

კომპანია, ადმინისტრაციული წარმოების ყველა ეტაპზე, გამოთქვამდა სააგენტოსთან თანამშრომლობისა და მათგან რეკომენდაციების მიღების სურვილს, რათა პასუხი გასცემოდა ყველა კითხვას და საქმე არ მისულიყო ისეთ კატასტროფულ შედეგამდე, როგორიცაა კომპანიისთვის გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმება. მიუხედავად ჩვენი მზაობისა, სააგენტოს მხრიდან რეალურ თანამშრომლობას ადგილი არ ჰქონია და კომპანიას მუდმივად ამყოფებდა ბუნდოვან და გაურკვეველ მდგომარეობაში დავის კონკრეტულ საფუძვლებთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ წილთა თანაფარდობა მოიყვანა კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და ასევე, შეცვალა წესდება, ეს ფაქტები არ აღმოჩნდა საკმარისი სააგენტოსათვის და როგორც ჩვენთვის ცნობილია, სააგენტო აპირებს კომპანიას გაუუქმოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, რაც ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია.

საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმება ნიშნავს კომპანიის გაკოტრებას მოკლე პერიოდში, რადგან კომპანიის შემოსავლის ერთადერთი წყარო არის სწორედ გადაყვანა-გადაზიდვის ოპერაციები. ერთდღიანი დაყოვნებაც კი, კომპანიის მიერ ამჟამად გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, კომპანიისთვის იწვევს დაახლოებით 100 000 დოლარის ოდენობის ზარალს.

„მაივეი ეარლაინსი“ ასაქმებს 120-მდე თანამშრომელს, ფლობს სამ საჰაერო ხომალდს, (Boeing 737-800/737-700F), ფლობს 106 მილიონ ლარამდე აქტივებს, ხოლო 2019 წლიდან 2021 წლის პირველ ნახევრამდე, „მაივეი ეარლაინსს“თანამშრომლებთა ხელფასებში და საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი აქვს 16 მილიონ ლარამდე. კომპანია ასევე იხდის საავიაციო სფეროში კანონით დადგენილ სხვადასხვა გადასახადებს და არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადამხდელი სახელმწიფო ბიუჯეტში ავიაციის სფეროდან. პანდემიის პერიოდშიც კი, კომპანია მაქსიმალურად ცდილობდა, შეენარჩუნებინა სამუშაო ადგილები და 2020 წელს, როდესაც ქვეყანაში და ზოგადად, ავიაციის სექტორში ყველაზე კრიზისული პერიოდი იდგა, კომპანიამ ხელფასებისა და საშემოსავლო გადასახადის სახით გადაიხადა 6 მილიონამდე ლარი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანიის ოპერირების განმავლობაში, კომპანია კეთილსინდისიერად იცავდა კანონს და ბოლო პერიოდამდე, არ ყოფილა შემთხვევა, რომ კომპანიის მიმართ ყოფილიყო შენიშვნები კანონის შესრულებასთან დაკავშირებით”,- აღნიშნულია მთავრობის წევრებისადმი გაგზავნილ წერილში.

შეგახსენებთ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Myway Airlines -ს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაუუქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები