საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ლვოვის სარკინიგზო სადგური დაბობმეს.
როგორც უკრაინული მედია Telegram არხზე წერს, ლვოვის მიმართულებით ოკუპანტებმა 5 რაკეტა გაისროლეს.
დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ლვოვის სარკინიგზო სადგური ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილია, რომელსაც მოქალაქეები ევაკუაციისთვის იყენებენ.
ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს.
„არაფერი არ გადაიღოთ ვიდეოზე, არ გადაიღოთ ფოტო და არ გაავრცელოთ ვარაუდები გადაუმოწმებელი „ტელეგრამარხებიდან” და ჯგუფებიდან“,- განაცხადა ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა მაქსიმ კოზიცკიმ.