LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინტერესო ვაკანსია – თუკი შოკოლადი გიყვართ და პერუს მონახულებაზეც უარს არ იტყოდით

16

თუკი შოკოლადი გიყვართ და პერუს მონახულებაზეც უარს არ იტყოდით, მაშინ ახალი ვაკანსია სწორედ თქვენთვისაა. ინკების მიერ დაარსებულ ქალაქ პისაკში მდებარე შოკოლადის მუზეუმი ეძებს ადამიანს, რომელიც დღეში რამდენიმე საათს იმუშავებს და მისი მთავარი მოვალეობა სწორედ უგემრიელესი ტკბილეულის დეგუსტაცია იქნება. შერჩეული თანამშრომელი მინიმუმ 20 წლის უნდა იყოს და ინგლისურად თავისუფლად საუბრობდეს. მას უნდა შეეძლოს, რომ ადგილობრივებთან იკონტაქტოს და მუზეუმს მაქსიმალურად დაეხმაროს.

რაც შეეხება მოვალეობებს, გარდა შოკოლადის დაგემოვნებისა, შესაძლოა მას ვიზიტორთა მიღება და მასტერკლასებში მონაწილეობაც დაევალოს. სანაცვლოდ კი ის განცალკევებულ ოთახსა და ჯიბის ფულს მიიღებს. გარდა ამისა, კვირაში ორი დღე  ოფიციალური დასვენებაც ექნება, რათა უნიკალური ქალაქის დათვალიერება და კულტურის უკეთ გაცნობა შეძლოს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები