LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო რეესტრში ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტი იქმნება

132
ფული

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2024 წლის პირველი ივლისიდან, საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტი იწყებს ფუნქციონირებას.

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები იქნება:

  • „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სააგენტოსთვის, როგორც ანგარიშვალდებული პირისათვის, განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარესთან კოორდინაციით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ აქტებზე მუშაობა;
  • შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
  • დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა;
  • ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g