LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით იზრდება: „ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, ეს მომდევნო წლებშიც გაგრძელდება“

128
20190617160133

საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდა 2017 წლის შემდეგ არ განხორციელებულა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ფინანსთა მინისტრს მიმართა კითხვით, როდის გაიზარდა ბოლოს ხელფასები საჯარო მოხელეებისთვის. „2017 წლიდან ჩვენ პრაქტიკულად გაყინული გვქონდა, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ მიმართულებებს, როგორიც არის მასწავლებლების ხელფასი, პოლიციის ხელფასი, ასევე ჯარს გაეზარდა 2019 წელს, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა 2017 წლიდან პრაქტიკულად გვქონდა გაყინული“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ცნობისთვის, მომავალი წლის ბიუჯეტი საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით ითვალისწინებს. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება და საჯარო მოხელეების ხელფასი მომდევნო წლებშიც გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g