LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები დაინერგება

182
BeFunky-collage

სექსუალური შევიწროების კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე, საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები დაინერგება. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჯარო უწყებებში სექსუალური შევიწროების გამოვლენისა და რეაგირების შიდაორგანიზაციული მექანიზმების დანერგვაზე ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისია იმუშავებს.

„საჯარო სამსახურის ბიუროს და მთავრობის ადმინისტრაციის თანათავმჯდომარეობით, საკითხზე მომუშავე ჯგუფის დისტანციური შეხვედრა უკვე გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათი უწყებების მიერ უკვე გატარებულ ღონისძიებებზე და არსებულ გამოცდილებაზე. გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა წარადგინა ორგანიზაციის პროგრესი ქვეყანაში სექსუალური შევიწროების მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სამუშაო პროცესის შედეგად, შემუშავედება ერთიანი პროტოკოლები და პრინციპები, თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოს საჯარო უწყებამ სექსუალური შევიწროების ფაქტის დაფიქსირების დროს.

2019 წლის მაისიდან სექსუალური შევიწროება საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი გახდა როგორც საჯარო სივრცეებში, ასევე სამსახურში, სასწავლებელში და სხვა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g