LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკადრო ცვლილებები იმედში – ვინ შეცვლის ნანა ლეჟავას

8042
ნანა-ლეჟავა

ტელეკომპანია “იმედში” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ლეჟავა თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანა ლეჟავას ადგილს “პალიტრა ტვ”-ს დირექტორი ინგა დადიანი დაიკავებს. “ფორტუნას” ზარებს არც ნანა ლეჟავა და არც ინგა დადიანი, მრავალი ცდის მიუხედავად, არ პასუხობენ. თუმცა, “ფორტუნას” მედიასაშუალებებში ნაწილობრივ დაუდასტურეს გავრცელებული ინფორმაცია.

უცნობია რას უკავშირდება არხის გენერალური დირექტორის მდინარაძის გადაწყვეტილება შეცვალოს ნანა ლეჟავა. ელდარ მდინარაძე დ ინგა დადაიანი ერთად ტელეკომპანია “მზე”-ში მუშაობდნენ.

ინგა დადიანი 1992 წელს სარეკლამო სააგენტო “ვესტას” და 1994-1996 წწ. საინფორმაციო სააგენტო BGI-ის კორესპონდენტი იყო. 1994-2001 წწ. “Prime News” გენერალური დირექტორი; 2001-2004 წწ. ტელეკომპანია “მზე”, საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 2005 წლიდან ტელეკომპანია “იმედის” დილის გადაცემების პროდიუსერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g