LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი: მზია ამაღლობელის წარმომადგენელმა გვთხოვა, კონსილიუმის შექმნა და წარმოგვიდგინა კონკრეტული ექიმები – ეს პროცედურა დაიწყო

120
ლევან იოსელიანი

მზია ამაღლობელის წარმომადგენელმა გვთხოვა, კონსილიუმის შექმნა და წარმოგვიდგინა კონკრეტული ექიმები, – აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, თუ როდის შევა ექიმთა ჯგუფი, მთლიანად დამოკიდებულია მზია ამაღლობელის წარმომდგენლებზე.

„ჩვენ კონსილიუმის შექმნა მხარემ მოგვთხოვა. ეს არ არის საია-ს მიერ დაორგანიზებული. ქალბატონი მზიას წარმომადგენელმა გვთხოვა კონსილიუმის შექმნა და წარმოგვიდგინა კონკრეტული ექიმები. ეს პროცედურა დაიწყო. ჩვენ მათ ვთხოვეთ, შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოედგინათ, ძალიან პატივსაცემი ექიმები არიან, მაგრამ ჩვენ ფორმალურად უნდა დავრწმუნდეთ, რომ აქვთ შესაბამისი ლიცენზია. ეს პროცესი მალე დასრულდება.

თუ როდის შევა ექიმთა ჯგუფი მოსანახულებლად, მთლიანად დამოკიდებულია მათზე. რა თქმა უნდა, ჩემი მანდატით შევლენ მის მოსანახულებლად. ჩვენ ამ პროცესში ჩართულები ვიქნებით”, – განაცხადა იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g